სახალისო ფოტოების გალერეა

curiosas-014

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახალისო სურათების სესიაზე. : )) აქ შეძლებ გაერთო კურიოზული ფოტოებით.
პოპულარული დღესასწაულები, სახალისო მომენტები, როცა ხალხის ქცევები წესებს სცდება, ცხოველები და ცნობილი ადამიანები…

Continue reading

8 წლის გოგონას კუჭში 2 კგ თმის გროვა ჰქონდა

bola-cabello-700x329

Niuniu Liang-ს კუჭში ჰქონდა უზარმაზარი თმის გროვა, რომელიც იწვევდა მომნელებელი სისტემის ბლოკირებას.
ჩინეთის ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმმა პაციენტს ჩაუტარა ფიზიკური გამოკვლევა, მაშინვე ოპერაცია დანიშნა და ამოიღო კუჭის ფორმის უზარმაზარი თმის გროვა, რომელიც დაახლოებით 2 კილოგრამს იწონიდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ექიმებმა განაცხადეს, რომ გოგონამ დაიწყო თმის ღეჭვა და ყლაპვა, რადგან ის დეპრესიაში იყო იმის გამო, რომ არ ჰყავდა მშობლები და ცხოვრობდა ბებიასთან და ბაბუასთან.

8 რამ, რაც არ იცოდი ვინ დიზელის შესახებ

vin-diesel-1-700x329

1. მისი ნამდვილი სახელია Mark Sinclair Vincent. მან სახელი 17 წლის ასაკში გამოიცვალა, როცა ის მსოფლიო კინო ინდუსტრიაში მოხვდა.
2. ვინ დიზელს ჰყავს ტყუპისცალი ძმა პოლ ვისენტი.
vin-diesel-5

3. მანამ, სანამ კინო ვარსკვლავი გახდებოდა, მუშაობდა დისკოტეკაზე კარის კაცად. გარდა ამისა ის იყო ტელეფონების გამყიდველი.
4. მსახიობმა 2002 წელს შექმნა ვიდეოთამაშების კომპანია “Tigon Studios”
5. ვინ დიზელმა მიიღო რიგით 2.504-ე ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2013 წლის აგვისტოში.
vin-diesel-0
6. მიუხედავად იმისა, რომ ვინ დიზელს ჰქონდა ხანმოკლე რომანი მიშელ როდრიგესთან, მისი გულის დედოფალი მექსიკელი მოდელი პალომა ხიმენესი გახდა, რომელთანაც 3 შვილი ჰყავს.
vin-diesel-9

7. ვინ დიზელი არის ფეისბუქზე ერთ-ერთი ძალიან პოპულარული მსახიობი. მას გვერდზე 87 246 377-ზე მეტი მოწონება აქვს.
8. 16 მარტს ვინ დიზელმა მსოფლიოს წარუდგინა მისი ახალი შვილი, რომელსაც პოლ უოლკერის საპატივცემულოდ პაულინი დაარქვა. პოლ უოლკერი 2013 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა ტრაგიკული ავტოავარიის შედეგად.
vin-diesel-6

7 წლის ბიჭი, რომელიც დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ახლა 16-ს ეწევა

 dihan-awalidan

   7 წლის ინდონეზიელი ბიჭი, რომელიც დამოკიდებულია სიგარეტზე 3 წლის ასაკიდან, ამბობს, რომ დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა.
Dihan Awalidan არის ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ ინდონეზიის სოფელში Cicapar და რომლებმაც უარი თქვეს სათამაშოებზე სიგარეტის გამო.
Dihan, თავის სამ მეგობართან, Nawan (11 წლის), Jujun (7 წლის) და 8 წლის Dede-სთან ერთად დღეში 16 ღერს ეწევა, მშობლებს კი მათი შეჩერება არ შეუძლიათ.
dihan-awalidan_1

   ბიჭის მამა, 36 წლის Iyan: Dihan სამი წლის ასაკიდან ეწევა. მას შეეძლო დღეში მოეწია 3 შეკვრა სიგარეტი. თუ ფულს არ ვაძლევდით, ბრაზდებოდა და მიდიოდა მოსაპარად.
დედა: თუ Dihan არ ეწევა, ტირის. ახლა ეწევა ჩუმად და არა ისე ღიად და სახალხოდ, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
dihan-awalidan_2   Matt Myers, პრეზიდენტი კამპანიისა “თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვები” ამბობს, რომ “ის რაც ინდონეზიაში ხდება, ნამდვილი შტორმია. ეს არის მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავიანთ შვილებს. ინდუსტრია, რომელიც ყიდის პროდუქტს ისე, როგორც 60 წლის წინ. ინდონეზიას ჰყავს ახალგაზრდა მწეველთა უდიდესი რაოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელზე ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. ეს არის მთავრობისა და ინდუსტრიის მარცხი.”

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

მსახიობი კოტე თოლორდავა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ჯი ეი ჯი” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

52262b2288108

გენიოსი უსინათლო მუსიკოსი მსოფლიოს აოცებს

ჯონ ალექსანდერ ხირალდო 15 წლის კოლუმბიელი ბიჭია. ჯონი გენიალური მუსიკოსია. ის უსინათლოა.
როდესაც ის დაიბადა, დეფექტური მხედველობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ხედავს.
ბიჭი დედასთან, ძმებთან და ძმისწულებთან ერთად ცხოვრობს. მამა წლების წინ გარდაიცვალა.
ჯონი მუსიკას ნებისმიერი საგნის გამოყენებით ქმნის. ის ელოდება ანგელოზს, რომელიც დაეხმარება კარიერაში. მას შეუძლია იყოს ისეთივე ცნობილი და საოცარი, როგორც სტივ ვანდერი ან ანდრეა ბოჩელი.
ჯონს სურს, რომ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნოს.

გენიოსი უსინათლო მუსიკოსი აოცებს მსოფლიოს

ჯონ ალექსანდერ ხირალდო არის 15 წლის კოლუმბიელი ბიჭი. ჯონი გენიალური მუსიკოსია. ის უსინათლოა. როცა დაიბადა, დეფექტური მხედველობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ვერაფერს ხედავს. ბიჭი დედასთან, ძმებთან და ძმისწულებთან ერთად ცხოვრობს. მამა წლების წინ გარდაიცვალა.

ჯონი ქმნის მუსიკას ნებისმიერი საგნით. ის ელოდება ანგელოზს, რომელიც დაეხმარება კარიერაში. მას შეუძლია იყოს ისეთივე ცნობილი და საოცარი, როგორც სტიუ ვანდერი ან ანდრეა ბოჩელი. ჯონს სურს, რომ გაიცნოს მთელმა მსოფლიომ.